ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: ბანკი ”ქართუს” ჩამორთმევა ვერ ავნებს ბიძინას კაპიტალს

9 ივლისი, 2012 •
მაია ფანჯიკიძე:  ბანკი ”ქართუს” ჩამორთმევა ვერ ავნებს ბიძინას კაპიტალს

”ბანკი ”ქართუს” ჩამორთმევა ვერ ავნებს ივანიშვილის ვერ ფინანსურ და ვერც პოლიტიკურ კაპიტალს. ბანკი ”ქართუ” არის ინვესტიცია, რომელიც ივანიშვილმა საკუთარ ქვეყანაში განახორციელა. ჩემთვის უცნობია, ვინ ყიდულობს ამ ბანკს, ხელისუფლებას ეცოდინება ამაზე პასუხი.  შეიძლება, არც არავინ იყიდოს და ხელისუფლებამ მიიტაცოს,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი განმარტებით, ბურჯის დაჯარიმება  არის შეთითხნილი საქმე, რომლითაც ხელისუფლებას სურს, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიებისკენ წაიყვანოს ეს საქმე.

”რაც შეეხება ბურჯის დაჯარიმებას, ესეც ამბოლუტურად უკანონოა.  ჩვენ “ბურჯთან” გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები და შესრულებული გვაქვს ყველა ვალდებულება. ეს არის შეთითხნილი საქმე, რაც მტკიცდება იმით, რომ კონტროლის პალატამ ამ საქმეში შეადგინა ყალბი დოკუმენტი და ჩაამატა ის მთლიან საქმეს, კერძოდ, 1152 დოკუმენტი იმისთვის, რომ გაემართლებინა  საკუთარი უკანონო ქმედება. მათ განაცხადეს, რომ არსებობს ე.წ შავი ბუღალტერია,  რაც აბსურდია. ხოლო ტერმინ შავი ბუღალტერიის შემოღებით ხელისუფლებას განზრახული აქვს სისხლის სამართლებრივი გამოძიებიკენ ამ საქმის წაყვანა,” – დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

ბრიფინგზე ”ქართული ოცნების”  პრესსპიკერმა განმარტა, რომ საქართველოში უკვე ჩამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ”ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია მასთან შეხვედრის გამართვით. თუმცა, ზუსტად როდის მოხდება, ჯერ უცნობია.   

მასალების გადაბეჭდვის წესი