ახალი ამბები

ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი ეყრებიან

9 ივლისი, 2012 •
ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი ეყრებიან

ქეითის და ტომის განქორწინების შესახებ უკვე დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, თუმცა ოფიციალურად წყვილს არაფერი დაუდასტურებია.

ოფიციალურ დასტურად კი პაპარაცების გადაღებული სურათები იქცა – პრესის წარმომადგნლება ქეითი მაშინ შენიშნეს, როცა იგი საკუთარი ადვოკატების ოფისს ტოვებდა.  

როგორც ირკვევა, წყვილი გაყრას დაჩქარებული წესით გეგმავს. სასამართლო მოსმენა 17 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

ქეითის და ტომის ადვოკატები აცხადებენ, რომ მხარეებს შორის გაყრის შესახებ თანხმობა მიღეწულია, ერთადერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც ახლა  მოლაპრაკება მიმდინარეობს,  ქალიშვილის,  სური კრუზის მეურვეობის საკითხია. 

მხარეები ისეთ საკითხებზე ცდილობენ შეთანხმებას, როგორიცაა: ბავშვზე მეურვეობა, მასთან ვიზიტების რაოდენობა, ქონების განაწილება – ადვოკატების თქმით, ამ დავის მოგვარებას წყვილი სასამართლოს ჩარევის გარეშე ეცდება მანამ, სანამ რომელიმე მათგანი მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაარღვევს.

ვარაუდებენ, რომ სასამართლო პროცესი და გაყრა ”მშვიდად” ჩაივლის.

ქალაქ ნიუ იორკის სასამართლო, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ბავშვზე მეურვედ ერთ მშობელს ნიშნავს – ამიტომაც ქეითი შეეცდება სასამართლო ნიუ იორკშივე დასრულდეს და მისი გადაგზავნა ტომ კრუზის მშობლიურ შტატ კალიფორნიაში არ მოხდეს, რომლის სასამართლოც, სავარაუდოდ, წყვილს ერთობლივ მეურვეობას დააკისრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი