განცხადებიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის  პირველი მოადგილის პოსტი შეინარჩუნა ეკატერინე ზღულაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა ამავე უწყების ადმინსიტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ასევე არიან: შალვა ჯანაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე და ნოდარ ხარშილაძე.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი გახდა ნიკა ძიმცეიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი –  პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი –  პოლკოვნიკი  ლევან ქარდავა.

 

შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დაიკავა  ვიცე პოლკოვნიკმა რევაზ შიუკაშვილმა, შსს გენერალურ ინსპექციას უხელმძღვანელებს პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა.

 

შსს იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის მაიორი ილია გამგებელი, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი, ქალაქ  თბილისის  პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი – ირაკლი ყიფშიძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *