ახალი ამბები

პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებები იზრდება

4 ივლისი, 2012 •
პრემიერ მინისტრის  უფლებამოსილებები იზრდება

ცვლილებები შეედის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობი წესის შესახებ კანონში. აღნიშნული ინიციატივა დღეს პარლამენტის სხდომაზე გახდა ცნობილი და პარლამენტი მის მიღებას დაჩქარებული წესით აპირებს.  

 

აღნიშნული ცვლილებებით პრემიერ მინისტრს უფლებამოსილებების სფერო იზრდება. შეტანილი ცვლილებებით პრემიერ-მინისტრი შეძლებს გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინოს.

 

კანონში შეტანილიცვლილებების მიხედვით, პრემიერ მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას იმ საკითხებთან მიმართებაში შეძლებს, რომელიც შეეხება:

პრემიერ მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორცელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;

პრემიერ მინისტრის მიერ ინდივიდუალური აქტების და ბრძანებების გამოცემას;

 პრემიერის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მთვარობის კანცელერიის მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობების  დაკისრებას;

უფლებამოსლების დელეგირება შეიძლება იყოს ერთთვიანი ან უფრო ხანგრძლივი, ასევე შეიძლება შეეხებოდეს რომელიმე კონკრეტულ საკითხს.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება მთვარობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესიც.

 

თუკი განხორციელებულ ცვლილებებამდე მთავრობის მიერ მიღებული გდაწყვეტილებების წესი რეგულირდებოდა კანონით, ცვლილებების შემდგომ მთავრობა თავად დაარეგულირებს გადაწყვეტილების მიღების წესს. ცვლილებამდე კანონი განსაზღვრავდა, თუ რა შემთხვევაშია უფლებამოსილი მთავრობის სხდომა და რა უმრავლესობით შეეძლო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. შემოთავაზებული ცვლილებით კი, თვითონ მთავრობა დაუდგენს რეგლამენტს საკუთარ თავს. ანუ მთავრობა შორდება პარლამენტს და ფუნქციას, რომელსაც პარლამენტი ახორციელებდა, საკუთარ თავზე იღებს.

 

კიდევ ერთი ცვლილება მთავრობის კანცელარიას შეეხება, ამიერიდან მთავრობის კანცელარიას პრემიერ მინისტრი უხელმძღვანელებს (ნაცვლად მთვარობის კანცრელარიის უფროსისა).  ამ დროისათვის კანცელარის უფროსი დავით კერესელიძეა.

 

ამ ცვლილებებით პრემიერ მინისტრი ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელი იქნება კანცელარიაში.

 

პარლამენტი კანონპროექტის მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს. 

 

კანონპროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა და მისი ინიცირება პარლამენტში მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდნეტმა პრემიერ მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილი წარადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი