„სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას აქვს სხვადასხვა გეგმა და მისი შესრულების შესაძლებლობა. მე ამ გეგმას ვემხრობი,“ – განაცხადა ბენდუქიძემ აკაკი გოგიჩაიშვილთან ინტერვიუში.
კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობაში საქმიანობისას მკაცრად აკრიტიკებდა ეკონომიკის სუბსიდირებას და რეგულაციების არსებობას.
მისი შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმაში სუბსიდირება ვერ დაინახა:
„გეგმაში წერია, რომ ფული ჩაიდება, მაგრამ არ მოხდება სუბსიდირება. ფული მოხმარდება სოფლის განვითარებას. ეს არის რეალისტური გეგმა. ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი ჯამურად 38-41 მილიარდ ლარამდე იქნება. ამ თანხიდან 20 მილიარდი ლარის გამოყოფა ჯანდაცვაზე და სოფელზე რეალურია.“
ბენდუქიძის შეფასებით, ამ სფეროებზე გამოყოფილი თანხა აქამდეც არ იყო პატარა:
“სოფლის განვითარება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარი იცხოვრებს კარგად. ტურიაზმი არის დარგი, რომლის განვითარებაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, მოიგოს ბევრი კაპიტალი.“
კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობის დაცვის სეგმენტში 4 წელიწადში 3 მილიარდი ლარის ჩადებას დადებითად აფასებს.
„3 მილიარდი ლარი მიემართება ჯანმრთელობის დაცვაში. ეს საშუალებას მისცემს, გაიზარდოს დაზღვეულთა რიცხვი. უნდა იყოს თანადაფინანასების პროგრამები. მე არ მჭირდება ვიყო დაზღვეული მთავრობის მიერ, თუმცა გამოყოფილ თანხას დავამატებ ხარჯებს და ვიქნები უფრო ხარისხიანად დაზღვეული,“– აცხადებს ბენდუქიძე.