ახალი ამბები

მერაბიშვილი: ბაჩოსთვის ძალიან ძნელი იქნება შსს-ში მუშაობა

4 ივლისი, 2012 •
მერაბიშვილი: ბაჩოსთვის ძალიან ძნელი იქნება შსს-ში მუშაობა

საქართველოს ახალი პრემიერი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნას გამოეხმაურა:

 

”ბაჩოსთვის ძალიან ძნელი იქნება მუშაობა და შენარჩუნება იმ დონის, რაც შსს-შია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის განავითარებს და, რაც ყველაზე მთავარია, დაამტკიცებს, რომ პოლიციაში ჩატარებული რეფორმა, ეს არის უკვე მტკიცე პოზიცია და საკადრო ცვლილებები არაფერს ცვლის.

 

ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც პოლიციაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი საქართველოს რეფორმების განხორცილებისა და საქართვველოს სტაბილურობის,” – განაცხადა მერაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი