ახალი ამბები

ახალი სამინისტრო 900 000 ლარით დაფინანსდება

3 ივლისი, 2012 •
ახალი სამინისტრო 900 000 ლარით დაფინანსდება

“ბიუჯეტში მოიძებნა რესურსი ახალი სამინისტროს დაფინანსებისთვის. აღნიშნული თანხა– ცხრაასი ათასი ლარი მოხმარდება ახალი სამინისტროს აღჭურვასა და მომსახურებას, რაც გულისხმობს ინვენტარიზაციას და სამინისტროს შემდგომი საქმიანობის დაწყებას. მთლიანად ასიგნების დონე ბიუჯეტში არ იცვლება და მოხდება ამ თანხების შიდა ბიუჯეტში გადათამაშება.

 

ვალუტის კურსთან სხვაობიდან გამომდინარე, ბიუჯეტში რაღაც რესურსი გამოგვიჩნდა, რომელიც ამ სამინისტროს დაფინანსებაზე გამოიყოფა. კერძოდ, იმის გამო, რომ საგარეო ვალის დაფარვა დაფიქსირებულია უცხოურ ვალუტაში და იმის გამო, რომ ვალუტის კურსი მერყეობს, ჩვენ გვაქვს რესურსი ლარებში, რომელიც მოხმარდება ახალ სამინისტროს”, – განაცხადა მინდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი