ახალი ამბები

დათა ახალია კუდ-ის უფროსობიდან გადადგა

3 ივლისი, 2012 • • 1843
დათა ახალია კუდ-ის უფროსობიდან გადადგა

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ  აღნიშნული უკავშირდება დავით ახალაიას ძმის, ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენას.

 

დავით ახალაია აღნიშნულ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობდა. იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახი მას გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილეობაში სდებდა ბრალს, დავით ახალაიას თანამდებობა დროებით დაატოვებინეს, თუმცა, პოსტზე 2008 წლის მიწურულს აღადგინეს.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს რემიერ-მინისტრი გახდა, მის პოსტზე კი პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. 

 

რაც შეეხება ძმებ ახალაიების მამას, როლანდ ახალაიას, ამ დრომდე იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის პოსტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი