ახალი ამბები

თიბილოვის ულტიმატუმი საქართველოს მთვარობას

3 ივლისი, 2012 •
თიბილოვის ულტიმატუმი საქართველოს მთვარობას

”პოლიციის საგუშაგოს მოშლას არ ვაპირებთ. ეს საგუშაგო იქ განთავსებულია ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. სოფელში, როგორც ავღნიშნეთ, დაბრუნდება 34 ქართული ოჯახი, რომლებიც ამჟამად გამოსული არიან სოფლიდან და გორში ცხოვრობენ, საბავშვო ბაღებში და მსგავს სხვადასხვა საცხოვრებელ პუნქტებში. ასე რომ, თიბილოვმა რაც არ უნდა განაცხადოს, საგუშაგო პუნქტი ადგილზე დარჩება,” – განაცხადა შსს ანალიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ”ნეტგაზეთთან” საუბარში.

ლეონიდ თიბილოვმა  2 ივლისს გააკეთა განცხადება და  სამხერთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში რამდენიმე დღის წინ ჩადგმული ქართული პოლიციის პოსტის მოხსნა მოითხოვა.

თიბილოვის განცხადებით, ქართული საგუშაგოს ჩადგმა მიზნად ისახავს ე.წ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო გზის გაკონტროლებას. მისი ულტიმატუმის მიხედვით, თუ უახლოეს მომავალში არ მოხდება პოლიციის პუნქტის გაუქმება, მაშინ მოსახლების ნაწილი საკუთარ სახლებს დატოვებს – ინფორმაცია მომხდარის შესახებ ტელეკომპანია ”მაესტრომ” გაავრცელა.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილიმა შაბათს ინფორმაცია გაავრცელა სოფელში პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ. მისივე თქმით, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ზარდიაანთკარს უნდა დაბრუნებოდნენ  იძულებით გადაადგილებული ქართული და ოსი ოჯახები.

უტიაშვილის თქმით პოლიციის პოსტის გახსნა მიზნად ისახავს სწორედ ამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას.

”მაესტროს” ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა, გუშინ ინცინდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიამ ადგილზე გამართა მოლაპარაკება ოსურ მხარესთან.

ოსური მხარის განაცხადებით, ქართულმა მხარემ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგა პოლიციის პოსტით ჩადგმით.
პოლიციის პოსტის საკითხზე მსჯელობა ქართულ– ოსური მხარის მონაწილეობით ინცინდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიის შემდეგ სხმდომაზე გაგრძელდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი