საქართველოს პრეზიდნტმა 30 ივნისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერის, ნიკა გილაურის პორსტს შინაგან საქმეთა მინისტრი დაიკავებდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ვანო მერაბიშვილს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2004 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ორი კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.