ახალი ამბები

NDI Must Carry–ის მოქმედების ვადების გაგრძელებაზე განხილვის რეკომენდაციას იძლევა

29 ივნისი, 2012 •
NDI Must Carry–ის მოქმედების ვადების გაგრძელებაზე განხილვის რეკომენდაციას იძლევა

NDI
NDI

NDI–ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, NDI–ის პრეზიდენტი კენეთ უოლაკი პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს Must Carry–ის პრინციპის კანონმდებლობაში დანერგვას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს  Must Carry–ის პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელების შესაძლებლობის განხილვა.

“Must Carry პრინციპის კანონმდებლობაში დანერგვა პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც  საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის მედიის ხელმისაწვდომობას გაზრდის. უნდა მოხდეს  Must Carry–ის პრინციპის წინასაარჩევნო კამპანიამდე ამოქმედება. სხვა სარგებელთან ერთად, მოცემული კანონის ადრეული ამოქმედება შესაძლებელს გახდის კანონის განხორციელების დროს წარმოშობილი გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარებას. ასევე, უნდა მოხდეს  Must Carry–ის პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელების შესაძლებლობის განხილვა”, – აღნიშნულია “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” საარჩევნო რეკომენდაციებში.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობის შედეგები და რეკომენდაციები დღეს, 29 ივნისს სასტუმრო  “თბილისი მარიოტში” წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი