”მიუხედავად ხედვების განსხვავებისა, რომელიც საქართველში მტკიცედ პოლარიზებულ გარემოში ვითარდება, ჩვენ ველით, რომ პოლიტიკური პროცესები ძალადობის და ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ინფორმაციის ფართო სპექტრსა და არსებულ შეხედულებებსა და მოსაზრებებზე”, – განაცხადა ჯონ ბასმა.
მისი თქმით, “მოსახლეობამ უნდა იცოდეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველოა, რათა არჩევნების დღეს მათ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ასევე მნიშვნელოვანია, პროცესები წარიმართოს მაქსიმალურად დემოკრატიულად.
უზრუნველყოფილი იყოს ის მოლოდინი, რომელიც არსებობს საქართველოს მოქალაქეებში, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მიიღებენ მონაწილებას არჩევნებში, წარმართონ თავიანთი კამპანია კონკურენტულ გარემოში”.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში დღეს ჟურნალისტებისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის თემაც საქართველოში დაგეგბილი საპარლამენტო არჩევნები იყო.





