ახალი ამბები

TI: პროცედურული ხარვეზების მიზეზი ცესკოს მოხელეთა დაბალი კვალიფიკაცია იყო

9 ოქტომბერი, 2016 • 1438
TI: პროცედურული ხარვეზების მიზეზი ცესკოს მოხელეთა დაბალი კვალიფიკაცია იყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას აცხადებს, რომ არჩევნების დღემ მთლინობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გარდა რამდენიმე უბანზე დაფიქსირებული ძალადობის ფაქტებისა, არჩევნების მიმდინარეობაზე სხვა ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია.

როგორც ორგანიზაციის ხელძღვანელი, ეკა გიგაური აცხადებს, მათი ორგანიზაციის დაკვირვებით, გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა ადეკვატური რაგირება მოახდინეს.

TI-ში აცხადებენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამივე დონეზე დამაკმაყოფილებლად იმუშავა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე შედეგების შეჯამების პროცესი დროში მნიშვნელოვნად გაიწელა, ცესკო მთლიანობაში დროულად უზრუნველყოფს კენჭისყრის შედეგების შეჯამებას და გამოქვეყნებას.”

ორგანიზაცია ცესკოს მიმართავს, რომ აამაღლოს საუბნო კომისიების წევრთა კვალიფიკაცია, რადგან დარღვევების უმეტესობის საფუძველი სწორედ წევრთა მხრიდან საქმის არასაკმარისი ცოდნა იყო:

“მთლიანობაში დადებითი სურათის ფონზე ყველაზე პრობლემური იყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ოლქებში. ამ კუთხით აღსანიშნავია საგარეჯოს, მარნეულის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქების საუბნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის პრობლემა სხვა პროცედურული დარღვევების საფუძველი იყო ასევე სხვა უბნებზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით.” – აცხადებს გიგაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი