ახალი ამბები

ომბუდსმენი მერეთის ინცინდენტს გამოიკვლევს

28 ივნისი, 2012 •
ომბუდსმენი მერეთის ინცინდენტს გამოიკვლევს

”აღნიშნულის მიზეზი გახლდათ გუშინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები, რომლის მიხედვითაც ინციდენტში მონაწილე პირები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის არიან გორის თვითმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

 

2012 წლის 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებისა და მათი, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევების, სასამართლოსადმი წარდგენის შესახებ, ხოლო სასამართლოს მიერ წარდგენილ 4 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღის ვადით. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს შორის ზემოხსენებული მოხელეები არ არიან.

 

მიგვაჩნია, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წარმოადგენს, როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისათვის შეუფერებელ ქცევას. საქმის შესწავლისას ჩვენ მოვახდენთ მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას. მასალები უახლოეს დღეებში გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირების განხორციელების მოთხოვნით, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას,” – ნათქვამია ომბუდსმენის, გიორგი ტუღუშის განცხადებაში.

გიორგი ტუღუში/ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი ტუღუში/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი