ახალი ამბები

სამხრეთის კარიბჭე: ”სასამართლო პროცესზე მოსარჩელე გარდაიცვალა”

28 ივნისი, 2012 •
სამხრეთის კარიბჭე: ”სასამართლო პროცესზე მოსარჩელე გარდაიცვალა”

”სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, მოსამართლე გია ბერაია შპს ”რუსთავ ჰესის” ერთ-ერთი დირექტორის, მალხაზ სანდროშვილის საქმეს იხილავდა. სანდროშვილი  კომპანიის მეორე დირექტორის, ანდრიას გიუნტერ შულცერისგან შპს ”რუსთავ ჰესისთვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიგოგამ ”სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, რომ სასამართლო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, არც კონფლიქტი იყო და არც კითხვა-პასუხის რეჟიმზე იყვნენ გადასული, სანდროშვილმა საუბარი დაასრულა, დაჯდა, მაგიდაზე თავი დადო და რამდენიმე წამში გაითიშა. ნინო ჩიგოგას ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. 

 

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა, სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასწრაფო დახმარების სამსახურს დაურეკა, თუმცა, ექიმები რომ მოვიდნენ, სანდროშვილი უკვე გარდაცვლილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი