ახალი ამბები

ქუთაისში ჟურნალისტებისთვის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძება დაიწყო

9 ოქტომბერი, 2016 • 1125
ქუთაისში ჟურნალისტებისთვის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძება დაიწყო

ქუთაიში ჟურნალისტებისთვის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება  187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დაიწყო. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

საპარლამენტო არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს, გვიან ღამით, ქუთაისის სარჩევნო ოლქის 90-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე GDS-ის და “იბერიის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს.

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის, ლევან ფანცხავას თქმით, საარჩევნო უბანზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხალმხრავლობა იყო და კადრების გადაღებისას ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი