ახალი ამბები

ომბუდსმენი პოლიტიკოსებს: სახელმწიფოს ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე მნიშვნელოვანია

9 ოქტომბერი, 2016 •
ომბუდსმენი პოლიტიკოსებს: სახელმწიფოს ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე მნიშვნელოვანია

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს,  ყველაფერი გააკეთონ სიმშვიდის დასაცავად.

მივმართავ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი სიმშვიდის შენარჩუნებისათვის; მოუწოდონ თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობისაგან თავის შეკავებისკენ, ნუ დაივიწყებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოველგვარ პოლიტიკურ ინტერესებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენმა დაასახელა შემთხვევები, როდესაც საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცესის დროს მოხდა ინციდენტები და დაზარალდნენ ადამიანები.

  • ქუთაისის N90 საარჩევნო უბნის მიმდებარე  ტერიოტორიაზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არიან დაზარალებული.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N 79-ე და N 108-ე საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ უცხო პირები, დაარბიეს უბნები, დააზიანეს ინვენტარი, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან დაზარალებულები, მათ შორის – ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები;
  • ქალაქ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხდება პოლიტიკური მოძრაობების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დიდი რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება და ჩნდება მათ შორის დაპირისპირების საფრთხე. საოლქო საარჩევნო კომისიის ეზოში მიტანილია მარნეულის საარჩევნო ოლქის უბნებიდან მიტანილი ბიულეტენები და არსებობს ამ ბიულეტენების დაზიანების საფრთხე.
  • ამავე პოლიტიკური მოძრაობების მხრადამჭერების მობილიზებაა ქალაქ ბათუმის N1 საარჩევნო უბანთან, სადაც ასევე არსებობს დაპირისპირების საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი