ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობენ

27 ივნისი, 2012 • • 4309
“თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობენ

მისი განცხადებით, ისინი პროვოკაციებში არიან ჩათრეულნი.

“არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონი დაიცვას ხელისუფლებამ. ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. ვიდეოჩანაწერი ბევრი შეიძლება გავრცელდეს და გაკეთდეს, მაგრამ ვის ჯერა ამ ვიდეოჩანაწერის. ისინი პროვოკაციებში არიან ჩათრეულები”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ავალიანი.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 27 ივნისს კოალიცია “ქართული ოცნების” ორი წევრი, ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, კახა ბაღათურიას „გადმობირებისთვის” დააკავეს.  

განცხადებაში, რომელიც პოლიციამ ვიდეოჩანაწერთან ერთად გაავრცელა, ნათქვამია:  “ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი არის, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.

კიდევ ერთი საუბრის დროს ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში („ბრელოკი”, გასაღები, ქამრის ბალთა…) ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა,”- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი