“სასამართლომ იხელმძღვანელა იმ მოტივით, რომ თითქოსდა შპს“მენეჯმენტ სერვისისგან” აღნიშნულმა სუბიექტებმა მიიღეს უსასყიდლო მომსახურება,“ – განაცხადა ქართული ოცნების ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ.
25 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც შპს „მენეჯმენტ სერვისის” განხორციელებული საქმიანობა კანონდარღვევად მიიჩნია.
“შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები: საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები,” „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ , „კონსერვატორული პარტია“ და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – ნათქვამია კონტროლის პალატის 25 ივნისის განცხადებაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა კონტორლის პალატის შუადმგომლობა, რომლის თანახმადაც შპს „მენეჯმენტ სერვისის“ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განახორციელებული უსასყიდლო მომსახურება უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია, თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა,” – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
კონტროლის პალატის განცხადება ასევე განმარტავს, რომ შპს”მენეჯმეტ სერვისის” განხორციელებული საქმიანობით დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული მოთხოვნები.
კოალცია ქართული ოცნების ადვოკატის სანდორ ბარამიძის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას უახლოეს 48 საათში გაასაჩივრებენ.