ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, თუ როგორ ეკამათებიან მერეთელები ირაკლი ალასანიას 2008 წლის აგვისტოს ომზე – თუ ვინ დაიწყო ომი და ა.შ. კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირებაც.
”მეცხრე არხის” ჟურნალისტმა ნოდარ სხირტლაძემ პირდაპირი სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელში ჩასვლისას, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ქალები დახვდნენ, რომლებიც ”ქართული ოცნების” წევრებს ”მოღალატეს” ეძახდნენ, ფიზიკური დაპირისპირება კი მოგვიანებით მამაკაცებმა წამოიწყეს.
ნოდარ სხირტლაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაცემია ”ქართული ოცნების” რამდენიმე აქტივისტი, მუშტი რამდენჯერმე მოხვდა ”მეცხრე არხის” ოპერატორსაც.





