ახალი ამბები

პროკურატურა: ქუთაისში ქალმა პოლიციელის იარაღით თვითმკვლელობა სცადა

7 ოქტომბერი, 2016 •
პროკურატურა: ქუთაისში ქალმა პოლიციელის იარაღით თვითმკვლელობა სცადა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქუთაისში დაჭრილი ქალის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის განცხადებით,  გუშინ, 6 ოქტომბერს, ქალმა თვითმკვლელობა სცადა. რადგანაც ქალმა თვითმკვლელობა პოლიციელის იარაღით სცადა, ამიტომ გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ახორციელებს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება დაზარალებულის უშუალო მონაწილეობით წარიმართება. იყო თუ არა დაზარალებული პოლიციელის ცოლი, პროკურატურამ არაფერი გვითხრა.

დაშავებული ქალი ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გუშინ საღამოს თავის არეში დაზიანებეით გადაიყვანეს, განგვიცხადეს “ევექსში”, რომელიც ინტერვენციული მედიცინის ცენტრს ფლობს. დაზარალებული დღესაც საავადმყოფოში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი