ახალი ამბები

ახალი სარესტავრაციო პროექტი ბაგრატის ტაძრისთვის

22 ივნისი, 2012 • • 1042
ახალი სარესტავრაციო პროექტი ბაგრატის ტაძრისთვის

პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იტალიელი რესტავრატორი, UNESCO-ს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების ავტორი და კონსულტანტი, ანდრეა ბრუნო ერთობლივად გამართავენ.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც UNESCO-ს 36 -ე სესიის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიეხდვითაც, ტაძარზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბაგრატის ტაძარი UNESCO-ს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.

წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ, 17 ივნისს,  საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები დროებით სრულად უნდა შეჩერდეს – პატრიარქის მოთხოვნის გათვალიწინებით ამ დროისთვის ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია.

ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მასალების გადაბეჭდვის წესი