ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

6 ოქტომბერი, 2016 • 1285
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საპრლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა დღეს, 6 ოქტომბერს, 21:00 საათიდან  9 ოქტომბრამდე სოფელ მოსაბრუნთან არსებულ გამშვებ სარეგისტრაციო პუნქტს ჩაკეტავს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, გზის გახსნა 9 ოქტომბერს იგეგმება,”თუკი საპარლამენტო არჩევნები თბილისში მშვიდ გარემოში ჩაივლის”.

ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე არჩევნები არ ტარდება, ადგილობრივებს მონაწილეობა და ხმის მიცემა სოფლების – წეროვანი, ფრეზეთი და წილკანის დევნილთა დასახლებებში და იმ ქალაქებში შეუძლიათ, სადაც რეგისტრირებული არიან.

აღნიშნული გამშვები პუნქტით ყოველდღიურად 700 -მდე ადამიანი სარგებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი