სემინარი, ნატოს-ს სამეკავშირეო იფისში საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგნელისთვის გაიმართა, სემინარის მთავარი თემები იყო: ”ნატო-საქართველოს ურთიერთობები; ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგები; 21-ე საუკუნის ახალი საფრთხეები და გამოწვევები; ალიანსის როლი რეგიონების განვითარებაში.
სემინარის ორგანიზების მიზანი საქართველოს რეგიონებისათვის ნატო-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება და მათი უკეთ ჩართვაა ალიანსის საინტეგრაციო საკითხებში.
როგორც სემინარის ორგანიზატორმა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძრვანელმა თენგიზ ხმალაძემ განმარტა, სემინარმა ხელი უნდა შეუწყოს რეგიონების მონაწილეობას იმ საკითხებში, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ში ინტეგრირებისათის.
“ამ მომენტისათვის რეგიონებში არასაკმარისი ინფორმაციაა ნატო-ს შესახებ, თუმცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრირება დიდად არის დამოკდიებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობზე” – განაცხადა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტირს ხელმძღვანელემა თენგიზ ფხალაძემ.
ნატო-სთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ნატოს შტაბ-ბინის წარმოამდგენელმა ჯეიმს მაკკეიმ ის პრობლემები დაასახელა, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრირებას აფერხებს.
”ნატოში ინტეგრირებისათვის საჭიროა არამხოლოდ სამხედრო ძლიერება არამედ დემოკრატიული რეფორმები, სოციალური დონის ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო გამჭირვალობა. ნატო-ში ინტეგრირება ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ ცვლილებებს, სოცილური დონის ამაღლებას და დიდ პასუხისმგებლობას.” – განაცხადა ჯეიმს მაკკეიმ.
ნატო-ს შტაბ ბინის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროს გაძლიერება. თავდაცვის სფეროზე საუბრისას მან შეფასება მისცა ქართულ რეზერვსაც.
“ნატო-ს ფარგლებში არსებობს 28 სხვადასხვა ტიპის სარეზერვო პროგრამა, ახლა უკვე ჯერი საქართველოზეა თუ რომელ მათგან მოარგებს საკუთარ სამხედრო სამსახურს. ნატო საქართველოსგან ელის ნათელად ჩამოყალიბებულ რეზერვის პროგრამა და ნათელ გეგმას თუ როგორ იმუშავებს ეს რეზერვი საქართველოში” – დასძინა ჯეიმს მაკკეიმ.
ჯეიმს მაკკენის განმარტებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ საქართველომ მსოფლიოს დაანახოს, რომ იგი მშვიდობიანი გზით ცდილობს პრობლემების მოგვარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. საქართველომ ყველა ძალა და რესურსი უნდა გამოიყენოს რათა ჩამოყალიბდეს, როგორც სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა, რომელზე ”დაყრდნობასაც” ნატო შეიძლებს.
საბჭოთა წარსული, ტერიტორიული სიმცირე, მეზობლობა რუსეთთან და ერთნაირი პოლიტიკური ხედვა, ეს ის მსგავსებებია რომელსაც ხაზი გაუსვა ლიტვის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ლინას ლინკევიჩუსმა, ლიტვის ყიფილმა თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და ლიტვის განვლილი გზები ერთმანეთს შეადარა.
“საქართველოს ლიტვის მსგავსად პრობლემები აქვს რუსეთთან, ნატო-ში გაწევრიანდებამდე რუსეთი, თითქმის არანაირ ურთიერთობას არ ამყარებდა ლიტვასთან თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთი არ უნდა იყო განხილული როგორც მტერი, ის არის პარტნიორი ქვეყანა, რომელთაც აუცილებლად უნდა გამონახოს საერთო ენა.” – განაცხადა ლიტვის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ლინას ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით საქრათველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებლად მოხდება, ამის დასტურია თუნდაც ჩიკაგოს სამიტი სადაც საქართველო სამი სვადასხვა ფრომატით იყო ჩართული, თუცა გაწევრიანებამდე ხანგლივი პროცესია გასავლელი.
“ საქარტევლოს ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა როცა ეს მოხდება საქართველო მზად უნდა იყოს წევრობისათვის. მანამდე მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის სტაბილირი ქბეყნაა და არ გახდება ზედმეტი თავისტკივილი ნატო-სათვის. საქართველო უნდა გამონახოს დიპლომატიური ენა სამხერთ ოსეთთან და აფხაზეთან” – თქვა ლინკევიჩუსმა.
მან აქვე დასძინა, რომ მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების დრო დასრულებულია, სახელმწიფოებმა ახლა ისეთ საფრთხეებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება როგორიცაა ასიუმეტრიული კონფლიქტები: კიბერ უსაფრთხოება, ენრგო უსაფრთხოება, ტერორიზმი და სხვა.
სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა ხაშურის მინიციპალიტეტის წარმომადგენელმა დიანა გელაშვილმაც
” ნატო-ს მიმართ მოლოდინები ძალიან დიდია რეგიონში, თუმა მოსახლეობამ არ იცის თუ რა პასუხისმგებლობა ახლავს ნატო-ს წევრობას. ამიტომაც ასეთი საინფორმაციო სენომარები, რომელიც რეგიონებში ცოდნას აამაღლებენ ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა დიანა გელაშვილმა.