ახალი ამბები

პირველი ქართველი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში

20 ივნისი, 2012 •
პირველი ქართველი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში

ლევან ახვლედიანი პირველი ქართველი დელეგატია, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური თამაშების კონტროლი ანდო. გასული წლების ოლიმპიურ თამაშებზე ქართული ოლიმპიური კომიტეტის წამომადგენლები ოლიმპიადის ფარგლებში მხოლოდ  სამსაჯო საქმიანობით შემოიფარგლებოდნენ.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით ლევან ახვლედიანი ბრაზილიის, აშშ-ის, იტალიის, ესპანეთისა და პორტუგალიის წამომადგენლებთან ერთად ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ფრენბურთში გამართული ტურნირების კონტროლს განახორციელებს.

”ეს არის ძალიან დიდი პატივი, როცა მსოფლიოს 220 ქვეყნის დელეგატიდან ირჩევენ საქართველოს, პატარა ქვეყანას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ასეთი რამე საქართველოს სპორტის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ამიტომაც ეს ფაქტი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა,” – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს წელს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს, თამაშები სპორტის 31 სახეობას აერთიანებს და მასში 205 ქვეყნის 12 500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონში 27 ივლისს გაიხსნებს, 12 აგვისტოს კი  ოფიციალურად დაიხურება.

ლევან ახვლედიანი
ლევან ახვლედიანი

    

მასალების გადაბეჭდვის წესი