გვენეტაძის განცხადებით, სამართალდამცავები დღესვე დაკითხავენ სახლში დაბრუნებულ ჯიბლაძეს და მერე გახდება ცნობილი, რატომ იყო ერთი კვირის მანძილზე გაუჩინარებული.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს გაუჩინარდა. შსს-მ მისი ძებნა 11 ივნისვე დაიწყო. მამუკა ჯიბლაძე მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (“CAT”) ალგორითმის ავტორია.
ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა.