ახალი ამბები

გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე სასტუმროს კამერებმა დააფიქსირეს

18 ივნისი, 2012 •
გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე სასტუმროს კამერებმა დააფიქსირეს

გვენეტაძის თქმით, კამერების მიერ დაფიქსირებული პიროვნება ნამდვილად მამუკა ჯიბლაძეა, რომელიც 1 კვირის წინ გაუჩინარდა. ჯიბლაძე კამერებზე მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ვიდეოკამერების ჩანაწერების გაშიფვრაზე მუშაობენ, რათა დადგინდეს, რა მიმართულებით გადაადგილდებოდა გაუჩინარებული მეცნიერი.

 

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს გაუჩინარდა. შსს-მ მისი ძებნა 11 ივნისვე დაიწყო.  მამუკა ჯიბლაძე მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (“CAT”) ალგორითმის ავტორია.

 

ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა. 

მარცხნივ მამუკა ჯიბლაძე
მარცხნივ მამუკა ჯიბლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი