ახალი ამბები

საბერძნეთში მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს

18 ივნისი, 2012 •
საბერძნეთში მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს

Skynews -ის ცნობით, ახალი დემოკრატების შემდეგ, 26.9%  დააგროვა მემარცხენე რადიკალმა პარტიამ სირიზამ, რომლის მთავარი საარჩევნო დაპირება იყო ვალების  ნაწილობრივი გადახდის პოლიტიკაზე უარის თქმა და საჭიროების შემთხვევაში, ევროზონიდან გამოსვლა.   

გამარჯვების შემდეგ ახალი დემოკრატების მთავარი საზრუნავი კოალიციის შექმნაა, კოალიციის გარეშე ახალი დემოკრატები 300– ადგილიან პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ.  

ექვსი კვრის წინ ახალი დემოკრატების ლიდერმა ერთხელ უკვე სცადა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გაერთიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიღწევის მიზნით, თუმცა ეს მცდელობა უშდეგოდ დასრულდა. თუ ამჯერადაც ვერ შეძლებს სამარასი პოლიტიკური ძალების მობილიზაციას, მაშინ ჯერი მემარცხენე რადიკალების ლიდერზე ალექსის ციპრაზე მიდგება, რომლის პარტიამაც არჩევნებში მეორე შედეგი აჩვენა.

მოსალოდნელია, რომ ახალი დემოკრატები კოალიციას სოციალისტებთან შეკრავენ, რომლებმაც 33 ადგილი მოიპოვეს პარლამენტში. კოალიციის ფორმირების შემთხვევაში, პროევროპული გაერთიანება საბერძნეთის 300– ადგილიან პარლამენტში 12– კაციანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

წინასაარჩევნო პროცესი მძიმე და დაძაბული იყო მხარეებისთვის. ახალი დემოკრატების უმთავრეს, საარჩევნო დაპირებას ევროს შენარჩუნება და კრედიტორ ქვეყნებთან ვალის გადახდის უფრო ხელსაყრელი პირობების შედგენა წარმოადგენდა. მემარცხენე რადიკალები კი დაპირებას იძლეოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი უარს იტყოდნენ ვალების  ნაწილობრივი გადახდის პოლიტიკაზე  და საჭიროების შემთვევაში გამოვიდოდნენ ევროზონიდანაც.

”ჩვენ ვიქნებით პარლამენტში, როგორც ოპოზიცია. ჩვენ წარმოვადგენთ იმ უმრავლესობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას,” – განაცხადა მემარცხენე რადიკალების ლიდერმა ალექსის ციპრასმა.

დემოკრატიული პარტიის ლიდერი ანტონის სამარისი დღეს  შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთანაც, რათა მისგან ოფიციალური  მილოცვა მიიღოს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი