“ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ, მე ვერ შემაჩერებენ,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან რამდენიმე წინაასაარჩევნო დაპირება გააჟღერა ოზურგეთში გამართულ მიტინგზე:
“ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია იქნება არანაკლებ საარსებო მინიმუმი, თავად საარსებო მინიმუმი გადაიხედება და მიუახლოვდება რეალობას. ჩვენ ისეთ ქვეყენას ავაშენებთ, სადაც არავის დაჭირდება ლუკმა-პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა. მე გპირდებით, რომ ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოში კულტურული ცხოვრების აღორძინებას. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებ და არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას,” – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა გურიის რეგიონში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა: ოზურგეთში– დიპლომატი ზვიად კვაჭანტირაძე, ლანჩხუთში – ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე, ხოლო ჩოხატაურში – მომღერალი თემურ ჭკუასელი.
ივანიშვილის თქმით, კოალიცია “ქართული ოცნების” შემდეგი აქცია 1 ივლისს გაიმართება მცხეთა-მთიანეთში.