ახალი ამბები

6 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელებს

4 ოქტომბერი, 2016 • 1093
6 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელებს

ხუთაშაბათს, 6 ოქტომბერს, საკონტიტუციო სასამართლოს პლენუმი შეიკრიბება. სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თავმჯდომარის არჩევის საკითხიც.

კერძოდ, სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12:00 საათზე პლენუმი განიხილავს სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებს, ხოლო 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ(ებ)ის წარდგენისა და არჩევის საკითხს.

მას შემდეგ, რაც გიორგი პაპუაშვილს 30 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ზაზა თავაძე ასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის თანახმად, თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა სამ წევრს, ხოლო თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა სულ მცირე 5 წევრის მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი