დაკავებულის ადვოკატმა ელჩინ სადიქოვმა განაცხადა, რომ პროკურორი და გამომძიებელი დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მეჰმან ჰუსეინოვი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლომ ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ დახურა. გამოძიების პერიოდში ჟურნალისტი პოლიციის კონტროლქვეშ იქნება.
მეჰმან ჰუსეინოვი 12 ივნისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ კი სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იუწყებოდნენ, ჰუსეინოვი ბრალდებული იყო „პოლიციის მიმართ უპატივცემლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში“.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტის დაკავება უკავშირდებოდა მის პროფესიულ საქმიანობას და მონაწილეობას მოძრაობაში „მეტი დემოკრატიისთვის“.
”მეტი დემოკრატიისთვის” მოძრაობის ფარგლებში ცნობილი გახდა „ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზებისა და მიმდინარეობის დროს ხელისუფლების მერ განხორციელებული უამრავი კანონდარღვევა და კორუფციული გარიგება, ასევე, უკანონო გამოსახლებებისა და პირადი საკუთრების უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი, რომლის გახმაურებაში ჟურნალისტი აქტიურად მონაწილეობდა.