თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს, 14 ივნის, დაიწყებს ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივრის განხილვას. ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც ”ქართული ოცნების” ლიდერი 149 მილიონ 650 ათას 13 ლარით დაჯარიმდა.
სააპელაციო სასამართლოში დღეს ორი სასამართლო პროცესია დაგეგმილი. ერთ პროცესზე განიხილავენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას 126 მილიონ 220 ათას 190 ლარით. კობა გოცირიძემ მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობას ”გლობალ ტვ”–ის ანტენები, ფაქტიურად, უსასყიდლოდ დაურიგა, რაც მას უკანონო შემოწირულობად ჩაუთავალა. საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოსამართლე გოცირიძემ სრულად დააკამყოფილა კონტროლის პალატის მოთხოვნა და ივანიშვილი ისე დააჯარიმა, რომ მისი ადვოკატების შუამდგომლებების აბსოლუტური უმრავლესობა არ გაითავლისწინა, ასევე არ გაითვალისინა მათი არგუმენტები.
კობა გოცირიძის მსგავი გადაწყვეტილება გამოიტანა საქალაქო სასამართლოს მეორე მოსამართლემ ნანა დარასელიამ, რომელიც შპს ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მიერ ”ქართული ოცნებისთვის” ავტომობილების მიქირავების გამო ბიძინა ივანიშვილი 2 მილიონ 242 ათასი ლარით დააჯარიმა. თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს ამ გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელებს. ერთი სასამართლო პორცესი 13:00 საათზე, მეორე კი 15:30 საათზეა დაგეგმილი.




