ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ლევან ბოძაშვილი შეასრულებს

1 ოქტომბერი, 2016 • 1478
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ლევან ბოძაშვილი შეასრულებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს უკვე ყოფილი მდივნის, ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, 2 ოქტომბრიდან მდივნის მოვალეობას მისი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი შეასრულებს.

“დროებით, სანამ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაიკავოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობდა, მოვალეობას შეასრულებს ჩემი ერთ-ერთი მოადგილე ლევან ბოძაშვილი. მოვალეობის შესრულებას ის ხვალიდან შეუდგება,” – აცხადებს იმერლიშვილი.

პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი