ახალი ამბები

კონტროლის პალატამ ასოციაცია ,,ატუს“ და ფონდ “ქართუს” ანგარიშგებების წარმოდგენა მოთხოვა

8 ივნისი, 2012 •
კონტროლის პალატამ ასოციაცია ,,ატუს“ და ფონდ “ქართუს” ანგარიშგებების წარმოდგენა მოთხოვა

აღნიშნულის შესახებ განცხადებას კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს მიმართვა ეფუძნება დასაბუთებულ ვარაუდს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე, რაც ფონდ ,,ქართუს“ შემთხვევაში უკავშირდება იმ ფაქტებს, რომ იგი წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას და, ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის – კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია ,,ატუს“ შემთხვევაში დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს ,,ბურჯთან“ და შპს ,,ელიტა ბურჯთან“, რომლებიც ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში.

ხოლო აღნიშნული სუბიექტებისაგან ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა მიმართულია მონიტორინგის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევისკენ და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღებას ემსახურება, რათა მიღებულ იქნას გონივრული რწმუნება ამ სუბიექტების ფინანსური საქმიანობების ორგანული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე”, – ამბობს კონტროლის პალატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი