30 სექტემბერს ბუნებრივ აირს შესაძლოა ოდორანტის მკვეთრი სუნი ჰქონდეს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, ხვალ, 30 სექტემბერს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ბუნებრივ აირს შესაძლოა ოდორანტის მკვეთრი სუნი ჰქონდეს, რაც გამოწვეული იქნება გაზგამანაწილებელ სადგურებში ბუნებრივი აირის ოდორანტის ტრანსპორტირებით:

“ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში:

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ასევე, გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით. ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგური – ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების – აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. სავარაუდო დისკომფორტის გამო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის,”- ვკითხულობთ “გაზის ტრანსპორტირები კომპანიის” განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი