ახალი ამბები

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა

29 სექტემბერი, 2016 • 1794
ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა

გლდანში ლიბერთი ბანკის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა:

“პოლიციელი შეეცადა მის დაკავებას, მან გაუხსნა ცეცხლი. ამ დროისთვის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირის დასაკვებლად მიმდინარეობს მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა თავდამსხმლემა ბანკიდან ფულის წაღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი