ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ჩამონგრევაში სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას

7 ივნისი, 2012 •
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ჩამონგრევაში სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

იგი ამ განცხადებას სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” აქვეყნებს.

“სააკაშვილი რომ ლაპარაკობს პასუხიმგებლობაზე, პირველი პასუხისგებლობა მასზზეა რომ გამოაცხადა “თუ დროზე არ დაამთავრებენო ნახავენ რასაც ნახავენო”…. უშუალოდ მისი პირდაპირი ბრძანების შედეგია რაც მოხდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად უნდა დაისვას….ეს არის მეორე შემთხვევა პარლამენთთან დაკავშირებული: მისი პასუხისგებლობა იყო, როცა ქალი და ბავშვი ისხვერპლა. ასევე მისი პირდაპირი ბრძანების შედეგათ…. მეტი რამდენი მსხვერპლი სჭირდება ამ ბაყბაყდევს რომ გაძღეს არაფერი რომ ვთქვათ ომში დაღუპულ გმირებზე….

ეხლა მაინტერესებს პასუხი კითხვაზე: არჩეული პარლამენტში ვინ შევა ამ სისხლიან შენობაში? გთავაზობთ ყველას – და პირველ რიგში მედიას – არჩევნების წინ კანდიდატებს დაუსვათ ეგ კითხვა და ჩაიწეროთ პასუხი…”, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ერთი პიროვნებაა დაღუპული.  ქუთაისში, პარლამენტის ეზოში მომხდარი ნგრევისას 50 წლამდე ზესტაფონელი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტ გივი ავალიანს თავად პარლამენტის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებმა განუცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი