ახალი ამბები

ქუთაისში პარლამენტის შენობა ჩამოინგრა

7 ივნისი, 2012 •
ქუთაისში პარლამენტის შენობა ჩამოინგრა

შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს გამოცემა newpress.ge. გამოცემა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ტრაგედიის ადგილზე მსხვერპლიც იყოს.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელი მაკა გიგაური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის ჩამონგრევისა და ადამიანთა დაშავების შესახებ.

 

ჟურნალისტებს არა აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გადაიღონ კადრები. პარლამენტთან ათეულობით პოლიციელია მობილიზებული. ”ნეტგაზეთი” დამატებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი