”ქრთული ოცნების” აქტივისტები – გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სამართალდამცავებმა დღეს, 7 ივნისს დააკავეს. განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

”2012 წლის 6 ივნისს, ქუთაისის მთავარ სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ– გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი.  აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით),” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურისვე ცნობით,  დაკავებულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში  წარადგენენ სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.

 

”გამოძიების მიზანია, დაიცვას კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, თანასწორუფლებიანი წინასაარჩევნო გარემო,  მოქალაქეთა და პოლიტიკურ პარტიათა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები,” – აცხადბს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *