“ნახევრად კატა, ნახევრად მანქანა” – ასე უწოდებს ვიზუალური ხელოვნების ახალ ნუმუშს პროექტის ავტორი ჯანსენ სტუფი. მან მფრინავ კატას ავიაციის პიონერის ოლივერ ვრინგის სახელი დაარქვა. დღეისათვის უჩვეულო მფრინავი კატა ამსტერდამში, კუნსტრაის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო skynews-ი ავრცელებს.
კატას, ანუ ოლივერკოპტერს, გაკეთებისას მცირედი ტექნიკური პრობლემები ჰქონდა პროპელერებთან დაკავშირებით, თუმცა მისმა შემქნელებმა მექანიზმი გამართეს და ოლივერკოპტერი წარმატებით დაფრინავს. შემქნელები იმედოვნებენ, რომ კატის მფრინავ მექანიზმს უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებენ, რაც ოლივერკოპტერს მეტ სიჩქარეს შემატებს.