პლანეტა ვენერას მზის დისკოს წინ ჩავლისას შეიმჩნეოდა პატარა, შავი ლაქა, რომლის დანახვა დამკვირვებლებს შეიარაღებული თვალით შეეძლოთ. ვენერამ მზის მიმართულებით მოძრაობა საღამოს 10 საათისათვის დაიწყო, მოწმენდილი ცის გამო მოვლენაზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში შეიძლებოდა.
“პლანეტა ვენერას მზის დისკოს წინ ჩავლა საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, ეს არის გასაოცარი და ულამაზესი სანახაობა, რომლის ხელახალი ნახვის საშუალება მხოლოდ 2117 წელს იქნება შესაძლებელი” – განაცხადა ამერიკის მზის სისტემების ობსერვატორიის წარმომადგენელმა რიჩარდ ჰარისონმა.
კოსმოსური მოვლენის დასაკვირვებლად უამრავი ადამიანი შეიკრიბა ამერიკის ობსერვატორიებში. საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო ნასამ პირობა დადო, რომ მოვლენის ამსახველ ფოტომასალას გაავრცელებს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტელესკოპებითაა გადაღებული.