ახალი ამბები

ოპოზიცია კლინტონს საარჩევნო გარემოზე ესაუბრა

5 ივნისი, 2012 •
ოპოზიცია კლინტონს საარჩევნო გარემოზე ესაუბრა
ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

მედია უნდა იყოს: 1. თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული, საეთერო დრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაციის მიღების საშუალება; 2. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; 3. კონტროლის პალატამ უნდა შეაჩეროს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ დაჯარიმების პროცესი და შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა; 4. საარჩევნო სიები უნდა იყოს გამართული და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სრულად.

“ქრისტიან –დემოკრტიული” პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ “ნეტგაზეთთან” აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ძალიან კარგად იყო ინფორმირებული, როგორი წინასაარჩევნო გარემოა საქართველოში და მას ინფორმაცია ამ შეხვედრიდან არ მიუღია. „ვერც ის შევამჩნიე, რომ  ჩვენი მონაყოლიდან რამე  იყო მისთვის სიურპრიზი”

კითხვაზე, „რა დატვირთვა აქვს ასეთი ფორმატის შეხვედრებს – გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ აქ ძირითადად მიღებული ინფორმაციების გადამოწმება მოხდა.

ქართული მედიის წარმომადგენლები შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ძირითადად შეკითხვას უსვამდნენ იმის შესახებ, რატომ არ მიიღო შეხვედრის ამ ფორმატში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმა.

„ეს იყო შეხვედრა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან და თქვენ კარგად იცით, რომ კანონი ივანიშვილს არ აძლევს საშუალებას, იყოს ოფიციალურად არა თუ პარტიის ლიდერი, არამედ პარტიის წევრიც”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ჰილარი კლინტონმა ორი მთავარი შეკითხვა დასუვა ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრაზე.  

„ჰილარი კლინტონმა დასვა შეკითხვა , რატომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი პასუხი იყო, რომ ვინაიდან ქვეყნის ძირითადი კანონი იცვლება ერთი ადამიანისთვის, თან კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დარღვევით, აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ვუთახრით, რომ ის რჩება კოალიციის ლიდერად და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის გახდება პრემიერ მინისტრი,“ – განუცხადა “ნეტგაზეთს“ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა მანანა კობახიძემ.

როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ჰილარი კლინტონის მეორე მთავარი შეკითხვა შეეხო იმას, თუ რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში შეფასდეს თანასწორად და დადებითად.

ოპოზიციის ლიდერების და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრა პროტოკოლით დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად ზუსტად 1 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. შეხვედრა სასტუმრო შერატონში მიმდინარეობდა.

დაახლოებით 5 საათისთვის ბათუმის იუსტიციის სახლში იგეგმება პრეზიდენტ საკაშვილისა და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ერთობლივი განცხადებების გაკეთება მედიისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი