ახალი ამბები

“კლინტონმა უნდა ჩაიტანოს ვაშინგტონის ბოლო გზავნილი საქართველოში”

5 ივნისი, 2012 •
“კლინტონმა უნდა ჩაიტანოს ვაშინგტონის ბოლო გზავნილი საქართველოში”

თომას დე ვაალი – კარნეგის კვლევითი ცენტრის ექსპერტი
თომას დე ვაალი – კარნეგის კვლევითი ცენტრის ექსპერტი

გამოცემა The National Interest აქვეყნებს კავკასიის მკვლევარის, კარნეგის ცენტრის ექსპერტის თომას დე ვაალის სტატიას სათაურით “ქალბატონი კლინტონი მიდის საქართველოში”.

სტატიაში ავტორი ეხმიანება აშშ–ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს და აქცენტს მის გზავნილზე აკეთებს. დე ვაალი მიიჩნევს, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველო პირველად შედის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში და ახლა უკვე ჰილარი კლინტონის ჯერია – მან უნდა ჩაიტანოს (საქართველოში) ვაშინგტონის ბოლო გზავნილი.

“მას, ალბათ, არ სურს არბიტრის როლი, მაგრამ ბოლოდროინდელი ისტორია იმის ვარაუდს აჩენს, რომ  არჩევანი არ აქვს: ქართველებს სურთ იმის მოსმენა, თუ რას იტყვის მათი ამერიკელი პატრონი მომავალ არჩევნებზე.

კარგი გზავნილის შემუშავება მართლაც იოლია: უნდა დაფასდეს მთავრობის მიერ ჩატარებული პოზიტიური რეფორმები; სააკაშვილს უნდა შეახსენონ, რომ საქართველო  მეტი რამაა, ვიდრე მხოლოდ სააკაშვილი; ხაზი უნდა გაესვას თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობას არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინა თვეებში; მეგობრულად უნდა ურჩიონ ოპოზიციას, რომ თუ არჩევნები ასე თუ ისე სამართლიანად ჩატარდება,  შედეგები უნდა აღიარონ”, – ნათქვამია სტატიაში.

აქვე ავტორი დასძენს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა მოისმინოს ახალი გზავნილი აშშ-დან, ცხადი და გაუფილტრავი.

ანალიტიკოსი პრეზიდენტ ბარაკ ობამას სააკაშვილთან იანვრის შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად პერსონალიზებული და უფრო მეტად პროფესიული და ინსტიტუციური გახდეს.

“სააკაშვილი ნაკლებ ყურადღებას იღებდა და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, წელს, იანვარში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ობამამ ცხადად მიანიშნა, რომ „ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, ჩემი აზრით, განამტკიცებს ბევრ, უკვე გატარებულ რეფორმას“, – აღნიშნავს დე ვაალი სტატიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი