მიმართვაში აღნიშნულია: “ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და პლურალისტული მედიაგარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას გამონახავთ საშუალებას, გამოხატოთ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.”
კერძოდ, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება მოსახლეობისათვის პლურალისტული მედიაგარემოს ხელმისაწვდომობა:
“აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა, მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “მასთქერის” და “მასთოფერის” პრინციპების დანერგვა, რომლის მიღებაც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას.”
როგორც საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, აღნიშნული რეგულირებების შემოღების შემდეგ საკაბელო ოპერატორების პიროვნულ გადაწყვეტილებებზე აღარ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ ტელევიზიის ტრანსლირება.