ახალი ამბები

სეფერთელაძის ბოდიში

31 მაისი, 2012 • 1155
სეფერთელაძის ბოდიში

“მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ პირველი არხის ეთერში გავიდა ჩემი ინტერვიუ, რომელმაც გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია. 48 საათიანმა უძილო და რთულმა პერიოდმა მოახდინა გარკვეული ზემოქმედება ჩემზე და გამოიწვია ჩემი ანერვიულება. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი ზედმეტი ემოციურობის გამო”, – ეს ტექსტი სეფერთელაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაახლოებით 2 საათის წინ გამოაქვეყნა.

 

სეფერთელაძემ პირველის არხის გადაცემა “დიალოგის” წამყვანთან, დავით პაიჭაძესთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის სხვადასხვა შეკითხვას ერთი და იგივე პასუხს სცემდა და იმეორებდა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა კომფორტული გარემოს შექმნა მასწავლებლებისთვის. ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად კი მინისტრის მოადგილემ მიკროფონი მოიხსნა და ინტერვიუს პროცესი მიატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი