ახალი ამბები

პოლიციის აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე გახდება

30 მაისი, 2012 •
პოლიციის აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე გახდება

შსს-ს პოლიციის აკადემიის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დღეს, 30 მაისს, აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე მაია მიმინოშვილის შემცვლელად წარადგინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

 

დავით აფრასიძე შსს-ს არქივის დირექტორის პოსტზე რამდნეიმე თვის წინ დაინიშნა, ის წლების მანილზე მუშაობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემის წამყვანად.

 

დავით აფრასიძე 1993-98 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრის კვლაიფიკაცია,1999-2000 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი გახდა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. აფრასიძე 2001-2003 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ფილოსოფიის დოქტორის კვალიფიკაცია.

დავით აფრასიძე, რადიო თავისუფლება
დავით აფრასიძე, რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი