თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე,  მაია მახაშვილი, ქეთევან გოგინაშვილი და ლია გამრეკელი დააჯარიმა ოთხას-ოთხასი ლარით. ზაზა სვანაძეს, ირაკლი ბერაიას და ირაკლი ყაჭიურის მიესაჯათ 30–დღიანი პატიმრობა, ხოლო სერგო კიღურაძეს და აკაკი ომალაძეს შეეფარდათ 15– დღიანი პატიმრობა.

 

შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ზურა გვენეტაძის განცხადებით, აქტივისტებმა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და ისინი დააკავა. მოძრაობა ”7 ნოემბრისა” და ”სამოქალაქო ფრონტის” აქტივისტები 26 მაისს თანაგუნდელების დაკავებასა და დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. 

 

პოლიციის ცნობით, 26 მაისს ქუთაისში საპატრულო პოლიციამ გელათის ქუჩაზე  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ორი ავტომანქანა გააჩერა. პატრულ –ინსპექტორის მიერ საჯარიმო ქვითრის გამოწერის დროს ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს, არ დაემორჩილნენ მის კანონიერ მოთხოვნას და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის საფუძველზეც დააკავეს ავტომანქანაში მსხდომი პირები.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, დავით ახრახაძე, რევაზ კაკაბაძე, გოჩა ბაძგარაძე, ირაკლი ბერაია, ნუგზარ მოდებაძე, ლია გამრეკელი და მაია მახაშვილი  დააჯარიმა ოთხას-ოთხასი ლარით, ხოლო ირაკლი დუნდუას მიუსაჯა ოთხი დღით პატიმრობა, ირაკლი ჩანტლაძეს და მანუჩარ ახვლედიანს კი– ხუთი დღის ვადით პატიმრობა.

 

“7 ნოემბრის” აქტივისტები თანაგუნდელების დაკავებას ხელსიუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებენ. აღნიშნული განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენელმა პალიტრა ტვ-ს განუცხადა. მისი მტკიცებით, ორგანიზაციის აქტივისტები 26 მაისს გელათის მოსალოცად იყვნენ ასულები, თუმცა პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *