ახალი ამბები

CNN: აშშ-ის “წინასწარი დასკვნით” ალეპოსთან ჰუმანიტარული დახმარების კოლონა რუსეთმა გაანადგურა

21 სექტემბერი, 2016 • 1507
CNN: აშშ-ის “წინასწარი დასკვნით” ალეპოსთან ჰუმანიტარული დახმარების კოლონა რუსეთმა გაანადგურა

სირიის ქალაქ ალეპოსთან დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა და საწყობი, რომელიც არაბულ წითელ ნახევარმთავრეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN აშშ-ის ოფიციალურ  პირებზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის “წინასწარი დასკვნის” მიხედვით, ზემოხსენებული ობიექტები რუსეთის ავიაციამ დაბომბა. მომხდარის გამო გაერომ სირიაში მისი დახმარების ოპერაციები შეაჩერა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დაიღუპა 20-მდე სამშვიდობო პირი, მათ შორის წითელი ნახევარმთავრის ადგილობრივი ფილიალის დირექტორი.

ალეპოსთან ახლოს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა გაანადგურეს © ეპა

ალეპოსთან ახლოს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა გაანადგურეს © ეპა

ჰუმანიტარული დახმარება გათვლილი იყო აღმოსავლეთ ალეპოზე, სადაც 250 000 ადამიანის საჭიროებს წყალს, მედიკამენტებსა და სურსათს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მომხდარს ამაზრზენი და მიზანმიმართული უწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარის უკან სავარაუდოდ ტერორისტები დგანან, ხოლო CNN-ის ცნობით, ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა მათ უთხრა, რომ იმ პოზიციაში მხოლოდ რუსეთის ავიაციას შეეძლო დარტყმის განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი