ახალი ამბები

TMZ: ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შორდება

20 სექტემბერი, 2016 • 1351
TMZ: ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შორდება

მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი განქორწინებას გეგმავენ. როგორც TMZ წერს, გაყრის შესახებ სასამართლოში განცხადება ანჯელინა ჯოლიმ უკვე შეიტანა და შვილების მეურვეობას მოითხოვს.

როგორც TMZ-ისთან საუბარში ოჯახთან დაახლოებული პირი აცხადებს, ჯოლი უკმაყოფილოა პიტის აღმზრდელობითი მეთოდებით და მოითხოვს, ფიზიკური მეურვეობის უფლება მხოლოდ მას ჰქონდეს. მათ 6 შვილი ჰყავთ. გაყრის თარიღად 15 სექტემბერი სახელდება.

წყვილი ერთად 2004 წლიდან ცხოვრობდა. მათ 2014 წელს იქორწინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი