ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, მედიასთან შეხვედრებს მოქალაქის სტატუსით მართავს

19 სექტემბერი, 2016 • 1009
ივანიშვილის თქმით, მედიასთან შეხვედრებს მოქალაქის სტატუსით მართავს

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მოქალაქის როლში მართავს მედიასთან შეხვედრებს.

“მოქალაქე გახლავართ მე დღეს. მე ვარ მოქალაქის როლში, თანაც გათავისუფლებული ვარ ყველანაირი ინტერესებისაგან, ხელისუფლების დატოვებით ვაჩვენე, რომ პირადი ინტერესი არ მაქვს. ბიზნესზე ვახსენე, რომ არ მაქვს ბიზნესი საქართველოში. ერთადერთ ჩემი ინეტრერსი ემთხვევა ყველა მოქალაქის ინტერესს, რომ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და სწორი მიმართულებით განვითარდეს. ნდობა საზოგადეობისგან, რასაც ჯერჯერობით კიდევ ვგრძნობ, თქვენი მოსვლით, თქვენი ინტერესიც ამას ადასტურებს, თორემ არ მოხვიდოდით. ვერავინ დაგაძალებდათ თქვენ აქ მოსვლას. მე მინდა ჩვენი ყველა მოქალაქე ჩადგეს ერთ მწკრივში, ჩენ ცოტანი ვართ და ერთი მიმართულებით მივაწვეთ ყველა. ერთ ფასეულობებზე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე. ჩაცხრეს ეს დაპირისპირება, ეს ანტაგონისტური დაპირისპირება. მე მონია, რომ ჩემი როლი აქ რაღაცაში იკვეთება”, – ამბობს ივანიშვილი.

ეს პასუხი ივანიშვილმა  გასცა კითხვას, ” რა სტატუსით მართავს შეხვედრებს რეგიონულ მედიასთან?” მისი თქმით, იგი აკეთებდა ბევრ პროექტს საზოგადეობათან გამოჩენის გარეშე.

“მე მიყვარს ძალიან ბაღი, მიყვარს ადამიანებიც, პირველ რიგში. ხეები რომ მოიტანეს. ის შევახსენე და შეფასება გავაკეთე. ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს, მაგრამ საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება. ესეც რომ დავდივარ რეგიონებში, არ მომწონს, მაგრამ ვალდებულება მაქვს მხოლოდ. მგონია, რომ კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სწორი მიმართულებით ვანვვითარდეთ. ეს მადარდებს, რომ როცა ვიჯექი და ვაკეთებდი, კინაღამ ქვეყანა თავზე დამამხეს და დამანგრიეს”, – ამბობს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მოწყობა არ იქნება სწორი, თუ სწორ მთავრობას არ აირჩევენ, არ გავნითარდება არც ქველმოქმედება და არც ბიზნესი. იგი მიიჩნევს, რომ  მისი პრესკონფერენციები “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობს.

“მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნება” ემსახურება და ვემსახურები, არა იმიტომ, რომ “ქართული ოცნებაა” ჩემი ამოჩემება, იმიტომ, რომ დღეს ასეთია “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება” და ეს გუნდი სრულყოფილად იცავს სტანდარტებს და რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა. სხვა პარტიებს ეს ხელთ არ ეწიფებათ, ან რესურსი არ აქვთ, ან შესაძლებლობები არ აქვთ, ან სურვილი არ აქვთ – სხვადასხვა მიზეზით”, – ამბობს ივანიშვილი.

ეს მოსაზრებები ბიძინა ივანიშვილმა  გამოთქვა დღეს, 19 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი